08:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 19:12:44, 2596 ნახვა

საზოგადოება
ბეჟან გუნავა და მისი თანამოაზრეები „სირცხვილიას“ მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის წინ, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ვითარება დაიძაბა.

ადგილზე მოქალაქეთა ჯგუფი, ბეჟან გუნავა და მისი თანამოაზრეები გამოჩდნენ.

როგორც ბეჟან გუნავამ განაცხადა, ადგილზე მოვიდნენ, რათა „სირცხვილიას“ წევრები ადგილიდან გააძევონ.

„ამათი ადგილი არ არის რუსთაველზე. არანაირ კონტრაქციას არ ვატარებთ. უბრალოდ საქართველოში რუსთაველი არის ის გამზირი, სადაც ჩვენი ერის მამები იდგნენ და ეროვნული მოძრაობის ლიდერები. ახლა ეს ერის გამყიდველები, რომლებმაც ჩააბარეს აფხაზეთი, რომლებმაც ჩააბარეს სამაჩაბლო. ასიათასობით ადამიანს ქონება წაართვეს, პირადად მე გამისწორდნენ და უამრავ ჩვენ თანამებრძოლს, ამათი ადგილი აქ არ არის. ჩვენ ამათ აქედან გავაგდებთ, გავაძევებთ, არ დავტოვებთ. მე ბეჟან გუნავა, გპირდებით, რომ სიმსივნე რაც არის ევრონაცების სახით საქართველოში უნდა ამოვკვეთოთ და მერე ქრონიკული დაავადება რაც არის საქართველოსი, რაც არის „ქართული ოცნება“ ზედ უნდა მივაყოლოთ და ხელისუფლება უნდა დავუბრუნოთ ხალხს. ეს არის ჩვენი გეგმა“, - აღნიშნა ბეჟან გუნავამ.  

აღსანიშავია, რომ ადგილზე ათობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული, რომელბმაც ბეჟან გუნავასა და მის თანამოაზრეებს აქციის მონაწილეებთან მისვლის საშუალება არ მისცეს.

ამ დროისთვის სიტუაცია უკვე განმუხტულია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics