11:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 17:38:31, 2584 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი და ფარი

„მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი და ფარი“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ახალმა მინისტრმა აღნიშნა, იგი ბოლომდე დაიხარჯება იმისათვის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„მე მივდივარ ძალიან მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ მე ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული, მთელი ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით, ბოლომდე დავიხარჯები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, იმისთვის რომ ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს და რაც მთავარია, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს როგორც ერთი მთიანი ორგანიზმი, ოჯახი, ეს იქნება ჩემი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics