|
2019-09-08 16:02:27, 2275 ნახვა
პოლიტიკა
მელია „ოცნებას“: იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხი პარლამენტში, ვიდრე ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოგიდგენიათ
რამდენიმეს გაგეღიმათ, მაგრამ მე მესმის ამ ღიმილისაც, ვინაიდან ეს არ არის გულრწფელი ღიმილი, უფრო სიმწრის ღიმილია“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მმართველ გუნდს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. მისი შეფასებით, დიდი დრო არ დარჩა იქამდე, სანამ პარლამენტშის შენობაში ქართველი ხალხის ნება და სურვილი შევა. „მივესალმები მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვალყურს ადევნებს დღევანელ სხდომას. ბევრი დრო არ დარჩა, როდესაც აქ, ამ შენობაში, ამ დარბაზში სანოტარო ბოუროს ნაცვლად, განთავსდება საქართველოს პარლამენტი. ქართველი ხალხის ნამდვილი წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, საქართველოს ის პარლამენტი, რომელიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული, ღირსებააყრილი, რაღაცა კანტორა. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს საქართველოს პარლამენტს. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი შემოვა აქ. შემოვა, როგორც სუვერენული ხალხი, შემოვა როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. შემოვა, როგორც ამ ქვეყნის მომავლის უპირველესი განმსაზღვრელი. დიახაც, რამდენიმეს გაგეღიმათ, მაგრამ მე მესმის ამ ღიმილისაც, ვინაიდან ეს არ არის გულრწფელი ღიმილი, უფრო სიმწრის ღიმილია. იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება და ნება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოუდგენია. დღეს საქართველოში დასრუებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას და რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, გამოიხატება ქართული სახელმწიფოს მკვლელობით. საქართველოს მოქალაქის თავისუფლებისა და სახელმწიფოს თავისუფლების მკვლელობის სახელით და ივანიშვილი თქვენი მეშვეობით სწორედ აყალიბებს და განამტკიცებს რუსულ რეჟიმს. დიახაც მტკივნეულია ამის მოსმენა, მაგრამ ეს არის ფაქტი, რითაც თქვენ კიდევ ერთხელ ფეხქვეშ თელავთ ქართულ სახელმწიფოს, მის სადამფუძნებლო ღირებულებებს, მის კონსტიტუციას, ღირებულებებს, დაწერილ თუ ტრადიციულ კანონებს, მის მოქალაქობრივ უფლებებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)