|
2019-09-08 13:00:43, 1711 ნახვა
საზოგადოება
გიგა მაქარაშვილი - ემზარ კვიციანმა გვაგინა და შემდეგ აქციის მონაწილეებს ხელი დაარტყა
სამოქალაქო მოძრაობის „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანისის“ წევრმა ემზარ კვიციანმა ქციის მონაწილეებს რამდენჯერმე ხელი დაარტყა. ამასთან, მაქარაშვილის ინფორმაციით, დეპუტატმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. „აქციის მონაწილეებს, რომლებსაც არავითარი ქმედება არ ჩაუდენიათ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი, იქამდე მთელი 20 წუთი გვაგინებდა. მხოლოდ მას შემდეგ გაიყვანეს, გაარიდეს აქაურობას კვიციანი, რაც პოლიციის უფროსი მოვიდა, რომლისგანაც მივიღეთ დაპირება, რომ ძალიან მალე შეისწავლიან საქმეს. შესასწავლი არაფერი არ არის, პოლიციის ბიჭებს რომ ჰკითხოთ, ყველამ დაინახა, რაც მოხდა. 100-ზე მეტი პოლიციელი ხედავდა, რაც მოხდა. თუ ეს საქმე ძალიან, ძალიან სწრაფად არ იქნება გამოძიებული და ემზარ კვიციანი დაკავებული მაშინ მე პირადად ვიტოვებ უფლებას, რომ ამ პოლიციას, ამ შემადგენლობით პატივი აღარ ვცე“, - განუცხადა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მომხდარის შემდეგ აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციას ის არ დაუკავებია. კვიციანმა ტერიტორია უკვე დატოვა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)