|
2019-09-08 10:59:11, 1596 ნახვა
საზოგადოება
15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, გზის საფარი მოეწყობა
15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. დედაქალაქის მერი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე სრულდება. კერძოდ, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე წყალარინებისა და სადრენაჟო სისტემები მთლიანად შეიცვალა. ადგილზე, ასევე, შეიცვლება განათების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწის ქვეშ განთავსდება. მერის თქმით, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე არასდროს განხორციელებულა. „ჩვენთვის მთავარია, რომ 15 სექტემბრისთვის ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე გზის საფარი იყოს მოწყობილი. ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდება. მხოლოდ ამ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. პროექტი კი მოგვიანებით დასრულდება. პარალელურად, ტროტუარის მოპირკეთება ხდება, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზების მიწაში განთავსება, ნარჩენებისთვის კი მიწისქვეშა ურნები ეწყობა. რადგანაც სწავლა 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, გამზირის ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდეს, რათა ავტომობილებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ადგილზე სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი" უახლესი ტექნოლოგიით ახორციელებს. კერძოდ, გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები ტარდება, რაც გზის საფუძველის სიმკვრივეს გააორმაგებს და რამდენიმე ათეულ წელს გაძლებს. საუბრისას მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიით გზის საფარის დაგება პირველად აეროპორტის გზატკეცილზე განხორციელდა.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)