07:01 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 12:19:19, 1381 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში ფიროსმანის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

ვაკის რაიონის გამგეობის მიერ წყნეთში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რეაბილიტაცია ფიროსმანის ქუჩაზე ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩასა და ჩიხებში უკვე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა საერთო ჯამში, 2105 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდება.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები და მოეწყო სანიაღვრე სისტემა.

პროექტის მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

„ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, წყნეთში ინფრასტრუქტურის განახლებას განვაგრძობთ. საბავშვო-გასართობი სივრცეების, სპორტული მოედნების მოწყობის გარდა, გრძელდება საგზაო პროექტების განხორციელება. ფიროსმანის ქუჩა ცუდ მდგომარეობაში იყო, სადაც თავდაპირველად, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. გარდა ამისა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ბოლო ეტაპზე კი გამგეობის დაკვეთით, საგზაო სამუშაოები დაიწყო. პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.  

ფიროსმანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების ღირებულებამ, დაახლოებით, 130 000 ლარი შეადგინა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics