|
2019-09-06 19:24:37, 1290 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებები შეწყვიტონ
საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყება საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მაღლობის დაკავების გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს და მათ მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებები შეწყვიტონ. „ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მოვლენების ფონზე, როგორიც იყო ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს მოქალაქეების დაკავება, თუ საოკუპაციო ხაზთან ძალების მობილიზება, რასაც თან სდევდა ულტიმატუმების წაყენება და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ — საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის" ნიშნის განთავსების და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყების გამო. ეს არის მიზანმიმართული ქმედებები და წარმოადგენს პროცესების ერთიან ჯაჭვს, რომლის ერთ-ერთი მიზანია, გვიბიძგოს ე.წ. დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწყებისკენ. ეს არის ფუჭი მცდელობა, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. შიდა ადმინისტრაციული საზღვარი არ საჭიროებს არავითარ დაზუსტებას. ასევე შემაშფოთებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა, რაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლებას, სრულ იზოლაციაში აქცევს საქართველოს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ამწვავებს მათ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. მსგავსი ნაბიჯები იწვევს მხოლოდ ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას და ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვისაკენ და პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, კონსტრუქციულად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებების ფორმატებში, იქნება ეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები თუ მის ფარგლებში მოქმედი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიიღოს ქმედითი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობით ხელი შეუწყოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო და დესტრუქციულ ნაბიჯებზე და ქმედითი ზომები მიიღოს მათ შესაჩერებლად“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)