|
2019-09-06 18:52:10, 1311 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია: თუ „ოცნება“ ჩემგან ნელსონ მანდელას შექმნის, სიამოვნებით მივიღებ
„ნიკა გვარამიასგან კი, თუ „ქართული ოცნება“ შექმნის ნელსონ მანდელას, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ ამას და როგორ მთავრდება ეს ისტორიები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის შესაძლოა დააკავონ, თუმცა ეს ახალი ტელევიზიის გახსნას ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის. „ველოდები ყველაფერს ამ ხელისუფლების მხრიდან, რომ დაგვაკავონ, მეც, სხვებიც. იმიტომ რომ ეს ხელისუფლება უკვე გადასულია ლეგიტიმური ხელისუფლების ზღვრებიდან და მედიის დაფუძნების გამო, მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით და რომ არ ეშველა ამ „რუსთავი 2“ და ვინც იქ მუშაობს არის დამკრძალავი ბიუროს კომისია. ფასეულობა ვისაც ჰქონდა ის წამოვიდა იქ, სადაც უნდა იყოს. ამიტომ ვაცხადებ, ეს ადამიანები, ვინც ჩემს უკან დგანან, გააკეთებენ საუკეთესო კონტენტს, იქნება ნიკა გვარამია დროებით მათთან ერთად თუ არ იქნება. ერთადერთი კვესიტაძე შეიძლება ცოტა ხნით დაობლდეს. მეტი არანაირი პრობლემა არ იქნება. დიტო საძაგლიშვილს ვაბარებ ოფიციალურად დირექტორის მოვალეობის შესრულებას. დანარჩენებმა ყველამ თავისი საქმე იცის. ნოდარი გააკეთებს როგორც ყოველთვის, საუკეთესო ნიუსს, ვანო, როგორც ყოველთვის, საუკეთესო სოციალურ იუმორს, დიკო და პაატა, როგორც ყოველთვის, საუკეთესო კურიერს გახსნიან, კვესიტაძე ობლად ან არაობლად, გაბუნია საუკეთესოდ უხელმძღვანელებს იმ სფეროს, რომელიც ჩაბარებული აქვს და გიჟი ჟორჟოლიანიც ახალ ამპლუაში ბევრად უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე. ამიტომ მაყურებელს ვეუბნები, რომ მე აქ შევალ და გამოვალ თუ არა, ეს თქვენს იმედზე არანარიად არ უნდა აისახოს, რადგან ნახავთ ნამდვილ ტელევიზიას ხელახლა. ნიკა გვარამიასგან კი, თუ „ქართული ოცნება“ გააკეთებს ნელსონ მანდელას, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ ამას და როგორ მთავრდება ეს ისტორიები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)