08:16 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 18:26:02, 1262 ნახვა

საზოგადოება
გვარამია: „მთავარი არხის“ მიკროფონის ირგვლივ ყველაფერი მზადაა, ჩემი იზოლირება შედეგს აღარ გამოიღებს

 „მთავარი არხის“ მიკროფონია პრობლემა“, - ამის შესახებ ტელეკომპანიის მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე აღნიშნა, ედავებიან აბსურდულ საქმეს და კომენტარის გაკეთება არ აპირებს.

„ეს მიკროფონია („მთავარი არხის“) არის პრობლემა. მე დავიჭერ, რომელიც დროებითია და მალე იქნება ნამდვილი და საბოლოოდ ყველა დანარჩენზე ლამაზი და კარგი, ისევე როგორც ნიუსი ყველაზე უკეთესი. ბოდიში ყველასთან კოლეგებო, მაგრამ მთავარი მიზეზი არის ეს მიკროფონი. დღეს ვარ აბსოლურტურად ემოციებისგან დაცლილი და მშვიდი, რამდენიმე მიზეზის გამო. უკვე ეს გაბრაზება იმასთან დაკავშირებით რომ კორუფცია ჩემთვის წითელი ხაზია და მიუღებელი, უკვე ამის გამოხატვაც არ შემიძლია, იმიტომ რომ პროკურატურისგან მომდის ანეგდოტები, მოგონილი ისტორიები, რომელიც ბუნებაში არ ყოფილა. მეუბნებიან, რომ ფული რომელიც იყო არ ყოფილა. მერე რაა, რომ ბანკში შეტანის საბუთი არსებობს. აი, ასეთ სისულელეს რა უნდა ვუპასუხო?! ვარ მშვიდად, ასევე, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე უკვე გავაკეთე და დავასრულე. აი ამ მიკროფონის ირგვლივ ყველაფერი მზად არის და გაკეთებულია. ჩემი სადმე ჩაჯენა და იზოლირება არავითარ შედეგს აღარ გამოიღებს“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ  გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics