19:58 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 16:46:51, 1351 ნახვა

პოლიტიკა
„ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“ - ხოშტარიამ გახარიას მაკო გომურის წერილი წაუკითხა

პარლამენტში, სადაც ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მთავრობის ახალ შემადგენლობაში შემავალ კანდიდატებს უსმენს, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პრემიერობის კანდიდატ, გიორგი გახარიას მაკო გომურის წერილი წაუკითხა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, გიორგი გახარია მაშინაც კი როცა პრემიერ-მინისტრად ინიშნება, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმად ტყუილს ირჩევს.

„მინდა წავიკითხო მაკო გომურის კითხვა, რომელმაც მთხოვა, რომ რადგან არ აქვს საშუალება პირადად დაგისვათ შეკითხვა, უბრალოდ წავიკითხო. ამ შემთხვევაში ჩემთვის ნამდვილად სასურველი იქნებოდა რომ სხვას გაეკეთებინა ეს, მაგრამ მიწევს ამ კითხვის წაკითხვა - „რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი?! თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შესძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს. და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შესძლებს მართოს მთელი სისტემა და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა... “, - წაიკითხა ელენე ხოშტარიამ.

აღნიშნულს გახარიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „მადლობა შეფასებისთვის“...





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics