|
2019-09-06 12:14:30, 15765 ნახვა
კულტურა
8 სექტემბერს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
8 სექტემბრიდან წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი გახდება. წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-22 სექტემბერს ჩატარდება. ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება მუსიკალური აკადემია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბდა პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგზარდა, ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭა. წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი და სხვ. პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის" წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი - მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი - ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი - გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე. ფესტივალი თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ტარდება. 15 დღის განმავლობაში 40 მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი 1200 კაციან ამფითეატრში და კამერული მუსიკის 600 კაციან დარბაზში ჩატარდება, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა. უნიკალური აკუსტიკის მქონე და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ დარბაზებში საღამოსა და დღის კონცერტები გაიმართება.
(R)
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)