08:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 23:07:27, 900 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მომზადდა სპეციალური კვლევა, რომლითაც განისაზღვრა სამედიცინო კუთხით საქართველოში არსებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობა.  განცხადება ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში გამართულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. ასეთ კონკურენტულ პროდუქტებს შორის მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, პლასტიკური ქირურგია, თმის გადანერგვა, ფაგები და სხვ.

„ აღნიშნული მიმართულების განვითარებას ვუყურებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით", -  განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სამედიცინო ტურიზმის კატალოგის შექმნაზე. ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების საკითხზეც და აღნიშნა, რომ სამედიცინო ტურიზმის ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის უპირატესობას წარმოადგენს და მისი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics