|
2019-09-05 22:52:59, 1059 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: აგროდაზღვევა არის ინსტრუმენტი, რომლითაც სოფლის მეურნეობა უფრო პროგნოზირებადი და მიმზიდველი ხდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და წარმატებაზე ისაუბრა. „აგროდაზღვევა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა, ხოლო დარგში ინვესტიციის განხორციელება უფრო მიმზიდველი. საქართველოში სოფლის მეურნეობა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რისკის შემცველი დარგია, შესაბამისად, აგროდაზღვევის გარეშე, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა რთული იქნებოდა. აგროდაზღვევის ქართული მოდელი წარმატებულია, თუმცა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწას. ამ კუთხით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ორ დონიანი სადაზღვევო სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მოხდეს ფერმერებისთვის მოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯის ანაზღაურება. ეს, ხელს შეუწყობს, პროგრამაში კიდევ უფრო მეტი ფერმერი ჩაერთოს. შედეგად, ჩვენ შევძლებთ გავაიაფოთ სადაზღვევო პრემია. არსებული სქემითაც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ, 100 ლარის სადაზღვეო პრემიაზე, 103,8 ლარსი ანაზღაურება მოდის, რაც სადაზღვევო პროგრამის ეფექტიანობას აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ ანაზღაურებული თანხა, სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხას აღემატება. ამ შემთხვევაში, არ შედის ადმინისტრირების ხარჯები, რომელიც სადაზღვევო პრემიის დაახლოებით 25 %-ია. სახელმწიფოს ხარჯი ბევრად მეტი იქნებოდა, ადმინისტრირება კერძო სადაზღვევო კომპანიების ნაცვლად რომ განეხორციელებინა. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სექტორული პროგრამების მიმდინარეობაზე. ,,სამინისტრო გააგრძელებს მრავალწლიანი კულტურების საგრანტო თანადაფინანსების მიმდინარე პროექტებს, რომლებიც უკავშირდება ჩაის სექტორის განვითარებას, ასევე იმერეთის რეგიონში ბოსტნეულის წარმოების ხელშეწყობას. საპილოტე რეჟიმში განხორციელდა, მოსავლის ამღები ტექნიკის გრანტის სახით თანადაფინანსება. აღნიშნულ პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება. საგრანტო დახმარება ყველა ტიპის მექანიზაციაზე გავრცელდება, განსაკუთრებით მცირე გაბარიტიან აგროტექნიკაზე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. გაგრძელდება მეფუტკრე ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დახმარება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ტექნიკური და ექსპერტული მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ვიწყებთ კომპლექსურ მიდგომას მეცხოველეობის მხარდასაჭერად. შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, აღნიშნულ სექტორში, ჩვენ არ გვქონდა საგრანტო
ინტერვენციები. რამდენიმე წლის განმავლობაში, ვმუშაობდით დონორ პარტნიორებთან, კერძოდ, IFAD-თან და USDA-სთან, რომლებმაც საქართველოში დაიწყეს ჯამში 36-მილიონიანი პროექტების განხორციელება. პროექტები ითვალისწინებს ფერმერების გადამზადებას, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსებების განხორციელება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)