|
2015-07-11 13:32:26, 402 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ევროპელ კოლეგებს, აშშ-ს სახელმწფიო დეპარტამენტის, იაპონიის და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა 2015 წლის 9-10 ივლისს ხორვატიის ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში შეხვედრები გამართა თავის ევროპელ კოლეგებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 10 ივლისს, მინისტრი შეხვდა ხორვატიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვესნა პუსიჩს. კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის არსებულ დინამიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარებას. მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი და მისი განვითარების აუცილებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორვატ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის, ხორვატიის კონფერენციის დღის წესრიგის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ რთულ მდგომარეობაზე. თამარ ბერუჩაშვილმა ვესნა პუსიჩი ნოემბერში საქართველოში გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით დაპატიჟა. კონფრენციის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა მის ნორვეგიელ კოლეგას ბორგე ბრენდეს. შეხვედრაზე განიხილეს ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროები. ისაუბრეს ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე. მინისტრები შეთანხმდნენ წლის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე. თამარ ბერუჩაშვილმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა მალის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულე დიოპთან. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მონაწილეობაზე ევროკავშირის მისიაში მალიში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში 10 ივლისს შეხვდა ასევე აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის დელეგაციას, კერძოდ ევროპისა და ევრაზიის დახმარების კორდინატორს ალინა რომანოვსკის. ასევე ევროკომისარს კლიმატის ცვლილებებისა და ენერგეტიკის საკითხებში არიას კანეტეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)