|
2015-01-23 19:05:27, 2163 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილთან შეხვედრას ადასტურებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, იური ვაზაგაშვილი იმ თანამდებობის პირების გადაყენებას ითხოვდა, რომლებიც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ. ივანიშვილის განმარტებით, იური ვაზაგაშვილი მას მოწმეზეც ესაუბრა. "მქონდა იური ვზაგაშვილთან შეხვედრა გარდაცვალებიდან რამდენიმე დღით ადრე და მქონდა ძალიან ხანგრძლივი საუბარი და დაგეგმილი გვქონდა შემდეგი შეხვედრა. გვქონდა ასეთი გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება მაქსიმალურად მის გვერდით დავდგებოდი, რათა ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებულიყო იმისა, რომ ყველა დამნაშავე არ დაისჯებოდა.როგორც თვითონაც ამბობდა, დასასრულ ფაზაში შედიოდა გამოძიება. ძალიან გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ უკრაინიდან, რომელიც ამყარებდა გამოძიების ეჭვებს.ეჭვი ჰქონდა იურის, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. გვარებიც ბევრი დაასახელა.როგორც თვითონ მითხრა, გამოძიებამ იცის მის შესახებ.მიზანი ალბათ იყო დაშინება მოწმეების, გამოძიებას ხელი შეუშალონ, რომ კიდევ გადაურჩეს მართლმსაჯულებას ის, ვინც მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში, მეორე ვერსია, რაც ორივე ერთად ძალიან კარგად მუშაობს, არის ის, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვთ, ქვეყანაში შანტაჟსა და არეულობას გამოიწვევე",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" გააკეთა, სადაც მეუღლესთან ერთად, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)