19:14 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 15:29:13, 1279 ნახვა

პოლიტიკა
„ბიბლიური თავისუფლება“: ღარიბაშვილი „ბლატაობს“ და „კუნთებს ათამაშებს“

 „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი, ლევან ჯგერენაია თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი „კუნთებს ათამაშებს“ და რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

ჯგერენაიას განცხადებით, „ბიბლიურმა თავისუფლებამ" დაარსებიდან დღემდე, „მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიხსნა“.

„ღარიბაშვილს აქამდეც ჰქონდა ასეთი მცდელობა, კუნთებს ათამაშებს, თითქოს რაღაცას წყვეტს  და ამბობს რომ ბიბლიურ თავისუფლებას ავკრძალავთ და ამით ჩვენ უფება გვექნება ადამიანები მონებად ვაქციოთო. საბოლოო ჯამში, ეს ღარიბაშვილის გადასაწყვეტი მაინც ვერ იქნება. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ისე შევაწუხებთ ამაზე რომ ღარიბაშვილზე ზემდგომ ადამიანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. თვითონ კი „ბლატაობს" ახლა, მაგრამ „ბიბლიური თავისუფლების" გაუქმება მისი გადასაწყვეტი არაა. ეგ კი არა, თანამდებობაზე მოსვლა-წასვლა არაა მისი გადასაწყვეტი.

„ბიბლიურმა თავისუფლებამ" ამ ქვეყანაში სისტემის მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიცვა და ახლა ღარიბაშვილი ამბობს რომ, 700 ათასი ადამიანი არის ამ ქვეყანაში ვისაც ჯარი ეხება და მათ პოტენციურ მონებად განიხილავს. ახლა გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს, ადამიანების უფლებების დაცვა აგვიკრძალოს და „ვიშკაზე" მათ მსახურებად წაიყვანოს. ეს არ გაუვა ღარიბაშვილს იმიტომ რომ სიმართლე არ არის მის მხარეს“, - განაცხადა ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „გირჩის“ საქმიანობა სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას საფრთხეს უქმნის.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics