13:41 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 12:38:44, 1652 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი - ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ჩემი მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ჯარისთვის ბოლომდე ვერ დავიხარჯე

„ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ჩემი მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ბოლომდე ვერ დავიხარჯე  ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე იმდენი, რამდენიც მქონდა მოაზრებული ან დაგეგმილი“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის მოტივირებულია, რომ ჯარისთვის ბოლომდე დაიხარჯოს.

„ჩემთვის ცოტა უცნაურია ამ ამპლუაში წარდგენა საზოგადოების წინაშე, ვინაიდან თითქმის 4 წელი მე ავიღე პაუზა. ახლა ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, მე ვბრუნდები, ყოველ შემთხვევაში დაგეგმილია ჩემი დაბრუნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში თავდაცვის მინისტრობის თანამდებობაზე, რომელიც არის ჩემთვის უაღრესად საპატიო და საამაყო შემოთავაზება. ამავდროულად მე, რა თქმა უნდა მესმის ძალიან კარგად დამაკისრებს უდიდესს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. და პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჩვენი საამაყო ჯარისკაცების წინაშე. მე ყოველთვის მქონდა განცდა რომ ჩემი მინისტრობის, თუ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში უკმარისობის განცდა დამეუფლა რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე  ჯარისთვის და ამ სამინისტროსთვის და ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე იმდენი, რამდენიც მქონდა მოაზრებული ან დაგეგმილი. აქედან გამომდინარე თქვენ ალბათ გესმით, რომ მე ვარ უაღრესად მოტივირებული. ჩემი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში ბოლომდე დავიხარჯო და ბოლომდე ვემსახურო ამ სამინისტროს და ჩვენს საამაყო ჯარს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics