|
2019-09-04 15:26:10, 716 ნახვა
საზოგადოება
ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება
თბილისის მერი კახა კალაძე, ორბელიანის მოედანზე, სადაც უახლოეს მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, მუნიციპალური პავილიონის მუშაობის პროცესს გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ ტერიტორიაზე უფასო პარკირება შეეხება შშმ პირებს და ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებსაც, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. „ზონალურ-საათობრივი პარკირება არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და სიახლე ჩვენი ქალაქისთვის. პირველი საპილოტე პროექტი ჩვენ კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე წარმატებით განვახორციელეთ. რადგან სიახლეა, თავიდან ვფიქრობდით, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნებოდა, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ იქ განვათავსეთ საინფორმაციო ჯიხური და გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე, სტუმრებთან, საზოგადოებამ ეს პროექტი ძალიან პოზიტიურად მიიღო. დღეიდან უკვე ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე გვექნება ანალოგიური მიდგომა - პარკირებისას გათვალისწინებული იქნება საათობრივი გადახდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება. უფასო იქნება ასევე, შშმ პირებისთვის და ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებისთვისაც გამოყოფილია სპეციალური ადგილები. მოქალაქეებს აქ ასევე მოემსახურება ჩვენ მიერ მოწყობილი მიწისქვეშა პარკინგი. გვინდა, რომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება ქალაქის სხვა ცენტრალურ უბნებზე და ქუჩებზეც გავრცელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, 15-წუთიანი პარკირება, ისევე, როგორც კოტე აფხაზის ქუჩაზე, აქაც უფასო იქნება, საათის ღირებულება კი - 1 ლარი. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირები.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)