11:19 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 14:24:24, 1294 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: თუ ვინმე თავის თავს არქმევს ევროპულ ოპოზიციას, ჩართულიც უნდა იყოს საპარლამენტო პროცესში

თუ ვინმე თავის თავს არქმევს ევროპულ ოპოზიციას, ალბათ ის ჩართულიც უნდა იყოს ამ პროცესში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებზე ბოიკოტის გამოცხადებას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ევროპული ტიპის ოპოზიცია უნდა მონაწილეობეს საპარლემენტო განხილვებში და ხელისუფლებას ოპონირებას უწევდეს.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გაურკვევლობაა ერთგვარი საპარლამენტო ოპოზიციაში, მათ ერთის მხრივ სურთ, საპარალმენტო პროცესში იყვნენ ჩართული და შეასრულონ ოპოზიციის სრულფასოვანი როლი და მეორეს მხრივ, ისინი იმ პროცესში, რაც ოპოზიციას ევალება, არ მონაწილეობენ. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მეგობრულ რჩევას მივცემდი ყველა ჩვენს დეპუტატს ოპოზიციიდან, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მათი მისაღები გადაწყვეტილება. ევროპული ოპოზიცია არის ის ოპოზიცია, რომელიც მონაწილეობს განხილვაში და უწევს ოპონირებას სახელისუფლებო პარტიას. ეს არის ევროპული ოპოზიცია. თუ ვინმე თავის თავს არქმევს ევროპულ ოპოზიციას, ალბათ ის ჩართულიც უნდა იყოს ამ პროცესში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics