13:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 14:22:32, 1631 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები არ უნდა შეიწყალონ

„მარიამობისდღესასწაულზე შეწყალების კანდიდატები შემიძლია ღიად ვთქვა, რომ პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის მეირ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანი მიიჩნევს, რომ პოლიციელის, ჯარისკაცის ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება არ უნდა ხდებოდეს.

 „უკეთესი იქნება, რომ როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის და ისეთი ადამიანის მკვლელობა, რომელიც არის სახელმწიფოს სახე და წარმომადგენელი, რომელზეც დგას სახელმწიფო, ასეთი ადამიანების სიცოცხლის ხელყოფისთვის ციხეში მყოფი ადამიანის შეწყალება არ მოხდეს ხოლმე, მე ამას ვისურვებდი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ  პრეზიდენტმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics