06:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-11 09:51:54, 324 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ყველა დაპირება ეტაპობრივად სრულდება და შესრულდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა დაპირება ეტაპობრივად სრულდება და შესრულდება.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა გადაცემა 20/30-ში განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა,  კოალიციის დაპირება  ოთხწლიან მმართველობაზე იყო გათვლილი.

პრემიერის განცხადებით,  მთავრობაში მოსვლის პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

„პირველივე წელს დავიწყეთ იაფი აგროკრედიტების პროგრამის დაფინანსება, რის შედეგადაც 135 ახალი საწარმო შეიქმნა. 600 საწარმოა გადაიარაღებული, ჯამში სოფლის მეურნეობის სექტორში 1 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა. ეს დანაპირები ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიერ იყო გაცემული არჩევნებამდე. ჩვენ გვაქვს რეალური შედეგი“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა „აწარმოე საქართველო“-ს პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში 90-მდე საწარმო შეიქმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics