16:43 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 12:56:57, 1672 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - გუშინდელი დღე იყო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ საშვების გამოყენებით დესტრუქცია მოაწყოს

„რაც გუშინ მოხდა, სავალალო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს საშვების სისტემა, რათა სხდომა ჩაშალოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომხდარის გათვალისწინებით, საშვის დაშვების შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილება ადეკვატურია.

„პარლამენტის თავმჯდომარე აკონტროლებს არსებული რეგლამენტით ამ ვითარებას. რაც გუშინ მოხდა, ძალიან სავალალო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს საშვების სისტემა, რათა ჩაშალოს, დესტრუქცია მოაწყოს და ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს. ეს არ არის პარლამენტისთვის შესაფერისი ფორმატი და თქვენ გახსოვთ, არასოდეს, არც ერთხელ, არც ერთი განხილვების დროს არ ჰქონიათ შეზღუდვა შემოსვლაზე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია იქნებოდა თუ კონკრეტული პირები. მაგრამ ის რაც გუშინ მოხდა, ადამიანებს რომლებსაც ხელიდან წაართვეს კეტი, რომლითაც თავში ურტყავდნენ თავის თანამოქალაქეებს, დღეს სასტვენი გაუხდათ ალტერნატიულ იარაღად. ეს დაუშვებელია, არ შეიძლება და მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად ადეკვატურია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ საგარეო სფეროსთან დაკავშირებით ოპონენტებს კითხვები არ აქვთ.

„ბოიკოტს არ ჰგავს, იმიტომ, რომ რამდენიმე ოპოზიციის წევრი შემოვიდა ხელი მოაწერეს, აღნიშნეს, რომ მონაწილეობენ და დატოვეს სხდომა. მთლიანობაში დამოკიდებულება საგარეო საკითხების მიმართ არის იმდენად უნიათო, რომ მე ვფიქრობ შეკითხვაც აღარ დარჩათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საგარეო სფეროში, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი და ამის გარდა, არის კიდევ ინსტრუქცია უკვე დაუფარავი, იქნება ეს სააკაშვილისგან უშუალოდ თუ მისი მეუღლის მხრიდან გაჟღერებული, ეს არის მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორი. ამ საკითხებთან მიმართებაში არაფერი აქვს იმ განხილვებს, რაც დღეს მიმდინარეობს საგარეო კურსთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics