06:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-11 09:42:00, 393 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: პროკურატრურა რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალქეების სამართლიანობის აღდგენას აპირებს

„ვიცი, რომ პროკურატურა რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდდგენას აპირებს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  გადაცემა 20/30-ში განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 9 წლის განმავლობაში გასამართლებული 320 000 ადამიანი  და  მოქალაქეებისთვის მიყენებული მილიარდობით ზარალი არის რეალობა.

„პროკურატურაში შექმნილია შესაბამისი დეპარტამენტი. ვიცი, რომ პროკურატურა ხვალ აპირებს რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას. ზარალი არის რამდენიმე მილიარდი დოლარის. სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, ერთი ხელის მოსმით, გაუაზრებლად აიღოს ამ თანხაზე ვალდებულება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ოპონენტებისთვის ადვილია საუბარი იმაზე, თუ რატომ არ აღდგა სამართლიანობა.

მისივე განმარტებით, პროკურატურაში შესულია მოქალაქეების ათასობით საჩივარი, რომელსაც შესწავლა სჭირდება.

"ჩვენ, ხელისუფლებაში უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რადგან ჩვენ მათ ბედზე ვზრუნავთ. ჩვენ არ გვქონდა უფლება, უპასუხისმგებლოდ და პოპულისტურად მოვქცეულიყავით. ამიტომ, საჭირო იყო ამ პროცესის თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მართვა“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics