2019-09-04 10:32:02, 1110 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
როგორ სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია, 2019-2020 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა ორიენტირებული იქნება აღნიშნულ პერიოდში სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. დოკუმენტში ნათქვამია რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ 4 საკვანძო მიმართულებაზე: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკის განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ასევე სახელმწიფო მმართველობა.
იხილეთ სამთავრობო პროგრამა:
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან