08:43 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 14:13:20, 1070 ნახვა

საზოგადოება
ქართული ქვევრის პრეზენტაცია პოლონეთში გაიმართა

პოლონეთში გამართულ მასშტაბურ ფოლკლორულ ფესტივალზე „Pannonica folk festival 2019" ქართული ქვევრის პრეზენტაცია მოეწყო.

პროექტის მიზანია  ქვევრის დამზადებისა და მის გამოყენების სრული ციკლის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.  ფესტივალზე  ფილმის - "დამზადებულია ქვევრში" ჩვენება გაიმართა, რომელშიც მოთხრობილია ქართული ღვინის კულტურისა და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ.

ფესტივალზე თიხის გამოსაწვავი ღუმელის დემონსტრირებაც მოხდა. აღნიშნული ღონისძიება ფესტივალის ცენტრალურ ადგილას მოეწყო და ქვევრის ნახვის საშუალება ბევრ სტუმარს მიეცა. 

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

ფესტივალმა ასევე უმასპინძლა სემინარებს ქართული ღვინის შესახებ, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „ვინისფერას" ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა. მისი განცხადებით, მონაწილეები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ქართული ღვინითა და მისი კულტურით. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინოები. საგამოფენო სივრცეს ღვინის პროფესიონალები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,5 მლნ-ზე მეტი  ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics