15:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 12:53:15, 1475 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილმა მოახდინა მკაფიო დემონსტრირება, როგორ ფეხებზე კიდია საზოგადოება

"ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა მკაფიო დემონსტრირება, როგორ ფეხებზე კიდია საზოგადოება", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენსთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხსენებული გადაწყვეტილების გამო, მმართველი გუნდი საზოგადოებისგან მწვავე პროტესტს მიიღებს. 

"სილის გაწვნა და პოლიტიკური ომის გამოცხადება საზოგადოებისთვის, ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილს ვერ იხსნის. ამაზე პასუხს მიიღებს მშვიდობიანი პროცესით, მშვიდობიათი მაგრამ მწვავე პროტესტით და რაც მთავარია არჩევნებით, უმძიმეს პასუხს საზოგადოებისგან. უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ამ კაცმა თავისი მოღვაწეობით მოახდინა მორიგი და ალბათ ყველაზე მკაფიო დემონსტრირება, როგორ ფეხებზე კიდია საზოგადოება, კიდევ ერთხელ ზიანი მიაყენა ქვეყანას და რისკები გაზარდა. რაც შეეხება რატომ, მე არ ვარ კარგი ფსიქოანალიტიკოსი, მაგრამ ერთადერთი რაც თავში მომდის არის ის, რაც აქამდეც მითქვამს - ასეთი დისკრეტიდაციის შემდეგ, ასეთი დაცემის შემდეგ, რაც გავრილოვის ღამე მოხდა, იქამდეც და საერთოდ მისი მოღვაწეობის შედეგად, მაგრამ განსაკუთრებით გავრილოვის ღამის შემდეგ ხდება ხოლმე რომ ამ ტიპის რბილად რომ ვთქვათ ექსცენტრიული ადამიანები, ოლიგარქები სასოწარკვეთისგან რადიკალიზაციაზე მიდიან და შესაძლოა, რადიკალიზაციაში ხედავს თავის შანსს ძალაუფლების შენარჩუნების, ის მწარედ ცდება, ოღონდ ცუდი ის არის რომ ქვეყანას სერიოზულად აზიანებს მორიგ ჯერზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics