|
2019-09-03 10:54:53, 1749 ნახვა
ეკონომიკა
Apple Pay „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლებს გადახდის მარტივ, უსაფრთხო და კონფიდენციალურ გზას სთავაზობს
დღეს, სს ლიბერთი ბანკი, სიდიდით მესამე ბანკი საქართველოში, თავის მომხმარებლებს წარუდგენს Apple Pay-ს - სწრაფი და მოსახერხებელი მობილური გადახდების ყველაზე მარტივ, უსაფრთხო და კონფიდენციალურ საშუალებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში, სადაც გააქტიურებულია 2200-ზე მეტი უკონტაქტო გადახდის ტერმინალი, შესაძლებელი იქნება Apple Pay-ს საშუალებით გადახდა. უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple Pay-ს მთავარი ღირებულებაა. თქვენი ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას, ბარათის მონაცემები არ შეინახება თქვენს მოწყობილობასა და Apple-ის სერვერებზე. თქვენს ბარათს მიენიჭება დაშიფრული უნიკალური ანგარიშის ნომერი (Device Account Number), რომელიც უსაფრთხოდ ინახება თქვენი მოწყობილობის Secure Element-ში. თითოეული ტრანზაქცია ავტორიზებულია ერთჯერადი უნიკალური დინამიური კოდით. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. ნებისმიერი ბარათის Apple Pay-ში დამატების შემთხვევაში, მომხმარებლები კვლავ გააგრძელებენ მათი საკრედიტო და სადებეტო ბარათების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სარგებელის მიღებას. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით. ონლაინ შოპინგი აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე ისეთივე მარტივია, როგორც Touch ID-ზე ერთი თითის დადება. ასევე, არ არის საჭირო ვრცელი განაცხადებისა და ფორმების შევსება. აპლიკაციებსა და Safari-ში Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას შესაძლებელია iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, iPhone SE, iPad Pro, iPad Air 2, iPad mini 3 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების გამოყენება. ასევე, შესაძლებელია Apple Pay-ს გამოყენება Safari-ში ნებისმიერი Mac მოწყობილობით, რომელიც 2012 წლის შემდეგ არის გამოშვებული და მუშაობს ოპერაციული სისტემა macOS Sierra ვერსიაზე. Mac მოწყობილობაზე განხორციელებული გადახდის დადასტურება შესაძლებელია iPhone 6 ან მის შემდეგ გამოშვებული მოდელების გამოყენებით, Apple Watch-ით, ან Touch ID-ით ახალ MacBook Pro და MacBook Air-ზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: http://www.apple.com/apple-pay/ ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500 თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 362 მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.
(R)
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)