18:32 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 16:28:16, 1167 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: მე მოვედი კონკრეტული მიზნით და ეს მიზანი უკვე შესრულებულია

„მე მოვედი კონკრეტული მიზნით, კონკრეტული მანდატით და ეს მიზანი არის შესრულებული“, - ასე უპასუხა უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეკითხვას, თუ რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

როგორც ბახტაძემ განმარტა, მისი მთავარი ამოცანა სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს შექმნა იყო, რომელიც უკვე დანერგილია.

„უფრო მეტიც, მე გითხარით, რომ პირველი საუბარი ამ საკითხთზე დავიწყე ბიძინა ივანიშვილთან გაზაფხულის ბოლოს და ეს გაგრძელდა რამდენიმე თვე. აქაც ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი - მე როდესაც ამირჩიეს ამ პოსტზე ეს არ იყო განპირობებული იმით, რომ რაღაც არაჩამოყალიბებული და არაგაზომვადი მიზნები ჰქონოდა ჩემს მინისტრთა კაბინეტს, არა, მე ამ პოსტს სხვანაირად არც დავთანხმდებოდი. ეს იყო გაკეთებული კონკრეტული მიზნების მისაღწევად, ამაზე ვრცლად ვისაუბრე დღეს, მაგრამ გავიმეორებ: ჩვენი ამოცანა იყო, რომ შეგვექმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, დაგვეწყო მისი დანერგვა და უზრუნველყოფილი ყოფილი მისი მდგრადობა, ეს გაკეთდა. შესაბამისად, უკვე გაზაფხულის ბოლოს, მქონდა იმის შესაძლებელობა, რომ ამ საკითხის ინიცირება თავად გამეკეთებინა. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ თავიდან, როდესაც იყო ჩემი მხრიდან ესეთი საუბრები, რა თქმა უნდა არ იყო თავდაპირველადვე თანხმობა, იყო აზრთასხვადასხვაობა. ეს ყველაფერი რამდენიმე თვე გაგრძელდა. გუშინ გვქონდა საბოლოო კონსულტაცია, სადაც უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება. ამაზე კონსულტაციები იყო პარტიის ოფისში და არსად სხვაგან. აქ რაღაც კონსპირაციის თეორიის ძებნა არ არის საჭირო, მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics