06:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 16:40:01, 385 ნახვა

პოლიტიკა
კახა კოჟორიძე: პროკურატურის შესახებ კანონპროექტი, მის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და ადვოკატებს შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრისას მხარეებმა  პროკურატურისა და შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც კოჟორიძემ შეხვედრის დასრულების შედმეგ განაცხადა, პროკურატურის შესახებ კანონპროექტი მის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.

"პროკურატურის და შსს-ს რეფორმირების საკითხზე ჩვენ შევხვდით არასამთავრობო, პროფესიულ ორგანიზაციებს, ასევე პრაქტიკოს ადვოკატებს, ექსპერტ-სპეციალისტებს. უმეტესი მათგანის პოზიცია არის კრიტიკული, როგორც პროკურატურის, ასევე შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ დღეს საქართველოს ჭირდება პროკურატურის რეფორმა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნეიტრალური პროკურატურა. სამწუხაროდ ის კანონპროექტი, რომელიც არის პროკურატურის შესახებ წარმოდგენილი, ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურის კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი, პროკურატურის მიღებას. ცუდია ის, რომ ქვეყანა კარგავს შანსს, მომდევნო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ყავდეს უკეთესი წესით არჩეული მთავარი პროკურორი", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტში არ არის საუბარი მთავარი პროკურორის არანაირ კრიტერიუმზე, არც პიროვნულ, არც პროფესიულ კრიტერიუმზე, შესაბამისად როგორი მთავარი პროკურორი ჭირდება ქვეყანას, სასურველია, ეს კანონპროექტში ჩაწერილიყო.

"ჩვენ გვჭრდება პროგრესი ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ სათანადო პროგრესს წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს. რაც შეეხება შსს-ს, აქ აზრი არის კონსოლიდირებული იმ გაგებით, რომ საჭირო იყო იმ პრობლემატიკის პირველ რიგში კარგად გააზრება, ანალიტიკური შეფასება, რაც ახლდა შსს-ს სტრუქტურების გაერთიანებას. უნდა გააზრებულიყო, რა პრობლემებია დღესდღეობით და ამის შემდეგ უნდა გასაზღვრულიყო სტრატეგია და მიზანი, თუ რის მიღწევა გვინდა გაყოფით. ამ რეფორმას ჭირდებოდა მეტი გააზრება", - განაცხადა კოჟორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics