09:01 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 17:26:24, 1880 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და 2021- 2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი უძღვებოდა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, მნიშვნელოვანია საკითხების განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან მოხდეს, რაც საბოლოოდ, სრულყოფილი  დოკუმენტის შემუშავებას უზრუნველყოფს.

გიორგი ხანიშვილმა სტრატეგიის, როგორც პოლიტიკური დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 „აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც კონსოლიდირებულ და განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, შემდგომი შვიდი წლის განმავლობაში,  საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ძირითადი ორიენტირის განმსაზღვრელი იქნება. სოფლის  მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებით, ჩვენი მიზანია სოფელი წარმოვადგინოთ როგორც ბიზნესმოდელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ახალი სტრატეგია  წარმოდგენს  სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვას და ჩაანაცვლებს დღეს მოქმედ სოფლის მეურნეობის სტრატეგიას. ახალი სტრატეგია თავსებადია საქართველოს მთავრობის გრძელვადიან ხედვასთან და საბიუჯეტო პარამეტრებთან.

ღონისძიების ფარგლებში,  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებზე პრეზენტაცია  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ზვიადაძემ წარადგინა. ახალი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება.

სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო განხილვა  დასრულდა დისკუსიით, რომელშიც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების,  სამთავრობო და არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის და დონორი ორგანიზაციების  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება  ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტების ჩართულობით განახორციელა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics