22:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 16:19:02, 489 ნახვა

საზოგადოება
წულუკიანი: ჩვენი მიზანია, მომავალ წელს, ჩვენმა მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეძლონ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ევროკავშირის საზღვრები გაიხსნას და საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ შეძლონ ჩასვლა.

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული საბჭოს მე-13  სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც ვიზალიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებებისა და ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესს განიხილავენ.

„დღეს მოვისმენთ  რა გაკეთდება წლის ბოლომდე. დღეს გვაქვს მხოლოდ ექვსი თვის ანგარიშის მოსმენა. ექვსი თვის ანგარიშისთვის ნახევარზე მეტი შესრულებულია. შესრულებული საქმიანობაა, რაც სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ დავალებული, რომ ანტიკორუფციული ბრძოლა იყოს არა მხოლოდ რეპრესია, არამედ პრევენცია საჯარო სამსახურებში“,-განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რომ სისხლისსამართლის სფეროში, ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა ანტიკორუფციულმა ჯგუფმა „გრეკომ“, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ორგანოა, საქართველოს  ამ მიმართულებით ხუთივე ვალდებულება შესრულებულად ჩაუთვალა.

„გარდა ამისა კორუფციასთან ბრძოლა არის ვიზა ლიბერალიზაციის გეგმის ნაწილი და იმ ანგარიშში, რომელიც დღეს წარმოდგენილია  ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო უწყებებს აქვთ წარმატება. დეკემბრამდე ყველამ ვიცით, რომ ბოლომდე  უნდა მივიყვანოთ ის ბრძოლა, რასაც ევროკავშირის საზღვრების გახსნა  და უვიზო რეჟიმის დამყარება ჰქვია. იმისათვის, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ, თუნდაც ტურიზმის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics