|
2019-08-30 10:51:09, 2817 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ ფოთის ნავსადგურის საჩივარი არ დააკმაყოფილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის" მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის #92-04 ბრძანების ბათილად ცნობას ეხებოდა, არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 02 მაისს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ დაამტკიცა (ბრძანება #77-04 ) ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე თვის 30 მაისს, სააგენტოს #92-04 ბრძანებით, რადგან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობით გამოხატული პოზიციის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც დამტკიცებული იყო სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მოიცავდა ტერიტორიულ წყლებს და მათზე, კანონის თანახმად, ვრცელდებოდა განსაკუთრებული რეგულირების რეჟიმი. სწორედ ამ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა სს „ფოთის საზღვაო ნავსადგური" ეკონომიკის სამინისტროში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრით, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვათ. განვმარტავთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს მნიშვნელოვან ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის და მისი შემდგომი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების პერიოდისთვის გააჩნდა უარყოფითი პოზიცია, იყო მნიშვნელოვანი საფუძველი აღნიშნული „მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ " გამოცემული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისთვის“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)