2019-08-29 12:08:18, 1326 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ ზელენსკის შეხვდება
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები სალომ ზურაბიშვილი და ვლადიმერ ზელენსკი ვარშავაში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ unian იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ზურაბიშვილი და ზელენსკი ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის დაწყების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 1-ელ სექტემბერს შეხვდებიან.
გარდა ამისა, ზელენსკი შეხვდება ბელგიის, ლიეტუვას და პოლონეთის ხელმძღანელ პირებს შეხვდება. ვარშავაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ელოდებიან.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან