|
2019-08-27 18:12:20, 2123 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აზიზბეკ მადმაროვს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლების საკითხები განიხილეს. იური ნოზაძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ასევე სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამები გააცნო და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ითანამშრომლოს ყირგიზეთის რესპუბლიკასთან გამოცდილების გაზიარების და ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის რამდენიმე კონკრეტული მიმართულება განიხილეს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, მეცხოველეობა, მემარცვლეობა და მევენახეობა-მეღვინეობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთო ინტერესების არსებობის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვა მიმართულებითაც გაღრმავდება. როგორც ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აზიზბეკ მადმაროვმა შეხვედრაზე აღნიშნა, ყირგიზეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა არსებობს. ყირგიზეთის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და მისი განვითარებისთვის, საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით, ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის, სასურველია გააქტიურდეს კომუნიკაცია ორი ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში დაიგეგმება შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)