|
2019-08-27 17:54:52, 1951 ნახვა
საზოგადოება
საქალაქო სასამართლოსთან #სირცხვილიას აქცია იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ანტისაოკუპაციო აქცია #სირცხვილიას აქცია იმართება. დემონსტრანტები სასამართლოს გადაწყვეტილებას, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირი პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი. მათი განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, „ტვ პირველის“ მფლობელის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდების დროსაც. „მოსამართლეებს და პროკურორებს პოლიტიკური დაკვეთების შესრულება უწევთ. დღეს რამდენიმე სასამართლო იყო ასეთი, ერთ-ერთი ჭუტა წერეთლის, „ტვ პირველზე“ ზეწოლა ხორციელდება ამ კუთხით, ასევე ზეწოლა არის ყველა იმ ადამიანზე და ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრზე, რომლებიც 20 ივნისის ღამის გამო არიან დაკავებულები. სირცხვილია, მოსამართლე, რომელიც სათათბიროდ არც გავიდა და ეგრევე მიიღო გადაწყვეტილება და ესმოდა პროკურორების ხმა რას ლაპარაკობდნენ. სირცხვილია, როდესაც სასამართლო პროკურატურისა და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 20 ივნისის დროს დაკავებულების საქმეზე, დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)