17:06 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 15:04:31, 2122 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ტელეეთერში სასაუბროდ იწვევს

 „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ტელეეთერში სასაუბროდ იწვევს.

როგორც ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, საზოგადოებაში ანაკლიის პროექტის მიმართ ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა.

შესაბამისად, მისი განმარტებით, სწორედ აღნიშნულ საკითხზე იწვევს ბიძინა ივანიშვილს.

„ჩვენ თიბისი ბანკში“ მინორიტარული აქციები გვაქვს. ჩვენ არასდროს გვქონია საკონტროლო პაკეტი და სწორედ ამ გადასახედიდან შევქმენით 10-ათას კაციანი ორგანიზაცია. ისევე, როგორც ჩვენ არ გვექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიაში. ჩვენ ვართ გუნდური მოთამაშეები, ჩვენ ვიზიდავთ ქვეყანაში ახალ პარტნიორებს, ინვესტორებს. ანაკლიაშიც არ გვექნება საკონტროლო პაკეტი, ამიტომ, ვამბობ, რომ ჩვენი არ არის ანაკლია. ახლა ცდილობენ პერსონიფიცირება გააკეთონ - ბადრი, მამუკა და ანაკლია. ჩვენ ჩავეხსენით ანაკლიას, დავრჩით, როგორც დამფინანსებლები.

მობრძანდეს ტელევიზიაში, შეიძლება ეს იყოს „იმედი“ და ვისაუბროთ ღიად. რა წინაპირობა ჰქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები და ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას. ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს. თქვენ იცით, რომ არანაირი განვაცხადე, არანაირი კულისებში მოლაპარაკება. ხშირად მისვამენ შეკითხვას - მამუკა ვერ დაალაგეთ?! - ძმებო, არ გამოვა. „დალაგებები“ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. არასდროს არ „დამილაგებია“ და არც არასდროს არ „დავალაგებ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.   





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics