2019-08-27 11:06:11, 1610 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი: აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის "საერთაშორისო აღიარების" პროცესი შეუქცევადია.
ლავროვის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთი "დემოკრატიულ სახელმწიფოდ" შედგა. მანვე დასძინა, რომ რეგიონში დემოკრატიას საფუძველი, ყოფილმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ჩაუყარა.
„პირველი ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთი აღიარა ნიკარაგუა იყო, შემდეგ ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. ახლა კი იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებმაც აფხაზეთი აღიარეს, სირიაც შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შეუქცევადია", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან