|
2019-08-26 15:06:59, 1623 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 15 სექტემბრისთვის აღდგება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მოედანი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ხოლო მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მუშაობას განაგრძობს. დედაქალაქის მერის თქმით, პირველ მონაკვეთზე ამჟამად მიწისზედა სამუშაოები დაიწყო. „პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები. მთლიანად მოწყობილია წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი, ჩაყრილია წყლის ახალი მილები. „ყაზტრანსგაზსაც“ თავისი სამუშაოები დასრულებული აქვს. ახლა უკვე შემოსულია საგზაო კომპანია, რომელიც იწყებს გზის მოწესრიგებას. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და მოპირკეთება. ვფიქრობთ, რომ 15 სექტემბრიდან, ვარაზისხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის“ შენობამდე ავტომანქანებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ჭავჭავაძის გამზირი იქნება რადიკალურად განსხვავებული, ვიდრე ის იყო დღემდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლი მოეწყობა და ავტობუსები გზის შუა ნაწილში იმოძრავებენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე. გარდა ამისა, დაემატება ველობილიკებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, შეიცვლება განათების სისტემა და პროექტი საახალწლოდ დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)