09:12 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 14:46:12, 1691 ნახვა

საზოგადოება
MAN-ის 50 ავტობუსი დაგვიანებით, სექტემბრის ბოლოს შემოვა

MAN-ის მარკის დარჩენილი 50 ავტობუსი, რომელიც თბილისში ივნისის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ, სექტემბრის ბოლოს იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, აღნიშნულის გამო მას, კომპანიასთან ძალიან ცუდი საუბრები ჰქონდა.

„კომპანიასთან ძალიან ცუდი საუბარიც გვქონდა, რადგან მიუღებელია ეს ყველაფერი. კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერი და ეს არ არის უბრალო კომპანია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია. მან აიღო ვალდებულება, 90 ერთეული ავტობუსი უნდა მოეწოდებინა ჯერ მაისის, შემდეგ კი ივნისის თვეში. მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ბოლოს გვითხრეს, რომ სექტემბრის ბოლოსთვის იქნება მოწოდებული დარჩენილი 50 ავტობუსი. გარდა ამისა, სექტემბერში 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის ნაწილი შემოვა. მათი მოწოდება წლის ბოლოსთვის დასრულდება“, -განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics