09:12 - 24 May, 2026
|
2019-08-26 14:02:13, 1385 ნახვა
საზოგადოება
ოქროყანაში თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მთაწმინდის გამგეობამ ოქროყანაში თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები 8 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამორტიზებული გზის სავალ ნაწილზე უკვე მთლიანად მოხსნილია ძველი საფარი, სადაც ასფალტის ორფენიანი, ახალი საფარი დაიგება. გზის კაპიტალური შეკეთების პარალელურად, აღნიშნულ ქუჩაზე 1 300 გრძივი მეტრი სანიაღვრე და 350 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი ეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. თბილისის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 850 000 ლარია გამოყოფილი. გზის კეთილმოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)