17:07 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 10:06:09, 1253 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პარიზში ევროპელ ბიზნეს-ლიდერთა ფორუმს გახსნის

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს ეწვია. სალომე ზურაბიშვილი  28 აგვისტოს ბიზნეს–ლიდერების ფორუმს გახსნის, რომლის ორგანიზატორია  უმსხვილესი ბიზნეს–გაერთიანება MEDEF INTERNATIONAL. ფორუმს საფრანგეთის მსხვილი კომპანიების 700  წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც  აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან. წინა წლებში, MEDEF-ის ზაფხულის უნივერსიტეტის მონაწილეებს სიტყვით ნიკოლა სარკოზიმ და ემანუელ მაკრონმა მიმართეს.

MEDEF INTERNATIONAL-ი კერძო, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. იგი 800 ათას ფრანგულ საწარმოს აერთიანებს და აღიარებულია საფრანგეთის მთავრობის მნიშვნელოვან პარტნიორად როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ მოლაპარაკებებში. ორგანიზაცია 1989 წელს დაფუძნდა ფრანგული კომპანიების საზღვრებს გარეთ მოღვაწეობის გაფართოების, უშუალოდ სახელმწიფო ლიდერებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო წარმომადგენლებთან ურთიერთობების დალაგების მიზნით.

სალომე ზურაბიშვილს   ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები აქვს დაგეგმილი საფრანგეთის მთავრობის წევრებთან და ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტთან  ერთად პარიზში დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს  სოციალური კამპანია Spend your summer in Georgia - ს ერთ-ერთი ავტორი.   ქეთა გოლეთიანი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ფრანგ მეწარმეებს გააცნობს ინფორმაციას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ახალგაზრდებთან,  პრეზიდენტის ინიციატივაა ქართველმა სტუდენტებმა საკუთარ უნივერსიტეტებში შექმნან საინფორმაციო ბაზა,  რომელიც უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics