|
2015-07-10 11:52:38, 428 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი დღეს ფრანგულ მხარესთან ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ფრანგულ მხარესთან ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი საფრანგეთში უკვე გაემგზავრა. „ხელს ვაწერთ მეორე ხელშეკრულებას უკვე სხვა ფრანგულ კომპანიასთან იმისთვის, რომ სისტემა, რომელიც ჩვენ შევიძინეთ რამდენიმე კვირის წინ, უფრო ეფექტური იყოს. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამ სისტემას შეიძლება დააშენონ ძალიან ბევრი, იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე ეტაპზე ამ კონტრაქტის მეორე ნაწილი გავაფორმოთ და დავიწყოთ საუბრები მის განვითარებაზე. ვიწყებთ მოლაპარაკებებს დანარჩენ მიმართულებებზე უკვე საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ. ვესაუბრე პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და მზად ვართ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, როდესაც გადაწყვეტენ ნდობის ჯგუფის სხდომის თარიღს. ასევე, პრეზენტაციას გავმართავთ მთავრობისთვის და ბუნებრივია მთავარსარდლისთვის“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ცნობისთვის, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შესახებ პირველი კონტრაქტი 15 ივნისს გააფორმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)