|
2019-08-24 11:33:42, 1272 ნახვა
საზოგადოება
რიჟვაძე ქობულეთის მოსახლეობას: დღე და ღამე ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში მუხაესტატეს და ხუცუბნის მოსახლეობისგან მოსაზრებები და პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა თორნიკე რიჟვაძეს მათი საჭიროებები გააცნეს. გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა - ის მიმართულებებია, რომლებსაც, მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინებენ. „როგორც მთავრობა, ასევე საკანონმდებლო ორგანო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტის მერია და ყველა ის ადამიანი, რწმუნებულები, რომლებიც თქვენ გყავთ ვალდებული არიან, რომ მოგისმინონ და თქვენი ყველა გასაჭირი მოიტანონ ჩვენამდე, ჩვენ კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მივიტანოთ ის, რაშიც მათი დახმარება გვჭირდება. და ერთიანი ძალისხმევით, ეს არ არის მხოლოდ ცალკე რომელიმე სახელისუფლებო შტოს მიდგომა თქვენთან მიმართებაში, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის, ქართული ოცნების მიდგომა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო აქტიურად გვქონდეს თქვენთან კომუნიკაცია, შევძლოთ ყველა პრობლემის გადაჭრა ერთად, ერთიანი ძალისხმევით, რაც მუხაესტატეს, ქობულეთელებს და თქვენს ოჯახებს აწუხებთ“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2021-22 წლებისთვის არცერთი სოფელი აჭარაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის გარეშე არ უნდა დარჩეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)