19:43 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 11:43:14, 691 ნახვა

კომენტარი
კალაძე: რამდენიმე ადამიანის „რეგვენული“ საქციელი, ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ვერ გააფუჭებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს, სადაც „გაბალა“-„დინამოს“ თამაშზე აზერბაიჯანელმა გულშემტკივრებმა ქართული დროშა დაწვეს, პროვოკაციას უწოდებს.

კალაძის შეფასებით, რამდენიმე ადამიანის „რეგვენული“ საქციელი, ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ვერ გააფუჭებს.

„ფაქტი ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ჩვენ საუკუნეებია ვმეგობრობთ. ეს იყო პროვოკაცია და შესაბამისი სამსახურები რა თქმა უნდა ადეკვატურად გამოიძიებენ. ყველა ეს ადამიანი იქნება დასჯილი, ვინც ასეთ პროვოკაციებში იღებდა მონაწილეობას. რამდენიმე ადამიანის რეგვენული გადაწყვეტილება და ქმედება, რა თქმა უნდა ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის და იმ მეგობრობას, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილბრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა პლაკატები გამოფინა, სადაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილმა საქართველოს დროშა დაწვა და მასზე ფეხით დადგნენ.

გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. „დინამოში“ აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ „უეფას“ აცნობებენ.

მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო" - “გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი გამოფინეს  წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics