09:24 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 19:26:55, 1370 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი მინსკში ფესტივალის - „თბილისობა 2019“ გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ცერემონიაში.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მინსკელ კოლეგასთან, ანატოლი სივაკთან. კახა კალაძე ასევე დაესწრება „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას, რომელიც ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, ქალაქ მინსკში “საპარტნიორო ფონდმა” დააფუძნა.

თბილისის მთავრობის დელეგაცია დაათვალიერებს ავტობუსების მწარმოებელი წამყვანი კომპანიის - “ბელკომუნმაში” ქარხანას და  გაეცნობა კომპანია “მაზის” წარმოებას.

თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან მერის მოადგილე ილია ელოშვილი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა.

  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics