|
2019-08-23 17:01:48, 1456 ნახვა
საზოგადოება
მარნეულის ქარხანამ წითელი ტყემალი, სადაც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა, კვლევისთვის გერმანიაში გაგზავნა
მარნეულის სასურსათო ქარხანამ თავისი წარმოების წითელი ტყემალი, სადაც არასაკვები საღებავები აღმოაჩინეს, კვლევისთვის გერმანიის ლაბორატორიაში გაგზავნა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშები სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიებიდან, შერჩევითი პრინციპით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ზედამხედველობით შეირჩა. „მარნეულის სასურსათო ქარხანამ თავისი წარმოების ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში (SGS Institut Fresenius - https://www.institut-fresenius.de/en/) გააგზავნა. მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, იმისათვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო. კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა. გაგზავნილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოების სხვადასხვა პარტიებიდან შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი, ასევე შემოწმებას გაივლის წარმოებაში გამოყენებული დაღერღილი და დაფქვილი წიწაკა. რამდენიმე დალუქული ნიმუში გადამოწმებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც წაიღო. ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია (SGS Institut Fresenius) გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს. ლაბორატორია სანდო პარტნიორია მომხმარებლებისთვის და მწარმოებლებისთვის როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ლაბორატორია კვლევებისა და ანალიზების სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კომპანია ანალიზების პასუხს მიღებისთანავე აცნობებს საზოგადოებას. კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის“, - ნათქვამია მარნეულის სასურსათო ქარხნის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, 6 საკვებ პროდუქტში, მათ შორის მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებულ წითელ ტყემალში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)