|
2019-08-23 14:49:50, 1294 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ომბუდსმენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თხოვნით მიმართა
ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმში საჩივარი წარადგინა, რომლითაც მისი საქმის შესწავლას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ეკა კვესიტაძესთან ხელშეკრულება ამ დრომდე არ შეუწყვეტია, თუმცა მას კუთვნილი ხელფასის მიღება ეზღუდება. „მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე ,,რუსთავი 2“-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება. წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება. შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას“, - აცხადებენ საია-ში. ცნობისთვის, საია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან გათავისუფლებელი ეკა კვესიტაძის ინტერესებს იცავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)