09:25 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 13:59:43, 1292 ნახვა

საზოგადოება
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა

საქსტატი 2019 წლის II კვარტლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტების საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა, შესაბამისად, 255.3 ათასი და 117.9 ათასი ვიზიტი.

"თურქეთზე საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 44.3% მოდის, აზერბაიჯანზე - 20.4%, სომხეთზე - 10.9%, რუსეთზე - 7.5%, უკრაინაზე - 1.6%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებზე - 10.3%.

2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 617.5 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 1 100.7 ლარს გაუტოლდა", - ვკითხულობთ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 561 ათასი შეადგინა.

ამავე სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის II კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 417.1 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 325.6 ათასი ტურისტული და 235.4 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 60.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 34.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.1 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 94.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.


 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics