16:21 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 20:39:24, 1981 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ვაფუძნებთ პარტიას, იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის

ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით - იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ ხაზარაძის პოლიტიკური მოძრაობა სექტემბერში შეიქმება.

 „ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. როგორც საზოგადოებას შევპირდი, ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ესენი არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ან იქიდან ან აქედან. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. მთელი საზოგადოება ბოლო 9+9 წლის განხილვებით და ერთდღიანი შოუებით არის დაკავებული. გეუბნებით, რომ იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის“, - განაცხადა ხაზარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics