|
2019-08-21 18:36:10, 1021 ნახვა
საზოგადოება
ნინო შუბლაძე: „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიმიღია
„არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და, კერძოდ, „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე“, -ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო შუბლაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი განცხადებით, ტელეკომპანიიდან ჯერ მხოლოდ შემოთავაზება მიიღო. „პირველ რიგში, დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და, კერძოდ, „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ... მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ... ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს.... ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს“, -წერს შუბლაძე. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ნინო შუბლაძე დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)